Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა 9 მარტამდე გააგრძელა ბაგრამის ციხის გადაცემის ვადა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ 9 მარტამდე გააგრძელა ბაგრამის ციხეზე სრული კონტროლის ავღანური მხარისთვის ჩაბარების ვადა. წინა ვადა, როცა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციას ავღანელებისთვის უნდა გადაეცა კონტროლი ბაგრამზე, 5 თებერვალს ამოიწურა. კარზაის ადმინისტრაციის განცხადებით, ავღანეთის მხარემ უკვე ჩაიბარა 600-მდე პატიმარი, მაგრამ ავღანელები ჯერ სრულად არ აკონტროლებენ ციხეს. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუშინდელ, ხუთშაბათის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეერთებული შტატები არ თანამშრომლობს ქაბულთან ამ საკითხში. ხოლო მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნახსენები არ არის შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG