Accessibility links

logo-print

”დემოკრატიული მოძრაობა”: ხელისუფლება მალავს ინფორმაციას ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარიკაცების შესახებ”


ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას მოითხოვს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო." ნინო ბურჯანაძის პარტია აცხადებს, რომ ყოველთვის ემხრობოდა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას, მაგრამ მისი ხარისხი და სამხედროთა რაოდენობა სახელწიფო ინტერესების და მსოფლიოში საქართველოს როლის ადეკვატური უნდა იყოს. "მაშინ როდესაც, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ 2013 წლისთვის გეგმავს საკუთარი ძალების ავღანეთიდან გაყვანას, საფრანგეთი კი, მისი ექვსი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ დაუყოვნებლივ აპირებს კონტინგენტს ავღანეთი დაატოვებინოს, საქართველოს ხელისუფლება მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც ავღანეთში დამატებითი ქვედანაყოფების გაგზავნა სურს", - ნათქვამია ”დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებაში. პოლიტიკური გაერთიანება შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საბჭოთა მთავრობის მსგავსად, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც განსაკუთრებულად მალავს ინფორმაციას ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი ჯარიკაცების მდგომარეობის შესახებ. ამის ერთ-ერთ დასტურად ”დემოკრატიული მოძრაობა” იმას მიიჩნევს, რომ ვიცეპოლკოვნიკ ტუღუშის დაჭრის ფაქტი ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ის ჰოსპიტალში დააჯილდოვა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
XS
SM
MD
LG