Accessibility links

logo-print

რუსეთში 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობაში ბრალდებულ ოფიცერს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, პარასკევს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ ოფიცერს, ვიცეპოლკოვნიკ ვლადიმირ ნესტერეცს. ის დამნაშავედ სცნეს შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სამმართველოსათვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში. უშიშროების ფედერალური სამსახურის ცნობით, ნესტერეცმა თავი დამნაშავედ სცნო - აღიარა, რომ დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოს ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მიაწოდა საიდუმლო ინფორმაცია რაკეტების გამოცდის საკითხზე. ნესტერეცი ინჟინრად მუშაობდა პლესეტსკის სამხედრო ობიექტზე, ჩრდილოდასავლეთ რუსეთში.
XS
SM
MD
LG