Accessibility links

logo-print

ესპანეთში დააპატიმრეს ზორან ჯინჯიჩის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი


ესპანეთის პოლიციის განცხადებით, ხუთშაბათს ქალაქ ვალენსიაში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც გასამართლებულია 2003 წელს სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩის მკვლელობასთან კავშირში ბრალდების საფუძველზე. ვლადიმირ მილისავლევიჩი სერბიაში გაასამართლეს და 35 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ჯინჯიჩის მკვლელობაში მონაწილეობისათვის, ისევე როგორც 40 წლით პატიმრობა სხვა დანაშაულებისათვის. ის 2007 წელს გაიქცა, რის შემდეგაც იძებნებოდა. მილისავლევიჩი დააპატირეს კრიმინალური გაერთიანების ორ სერბ წევრთან ერთად.
XS
SM
MD
LG