Accessibility links

logo-print

კაიროში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა თავდაცვის სამინისტროსთან


ათასობით ეგვიპტელი გავიდა ქუჩაში დღეს და თავდაცვის სამინისტროსთან მოაწყო საპროტესტო დემონსტრაცია მოთხოვნით, დათმოს ქვეყნის სამხედრო მმართველობამ ხელისუფლება. ეს გამოსვლა წინ უძღოდა შაბათისთვის დაგეგმილ გაფიცვას, რომელიც მიეძღვნება ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლების დამხობას. ეგვიპტის სამხედროები კრიტიკის სამიზნე გახდნენ განსაკუთრებით მას მერე, რაც დემონსტრაციების მონაწილეებზე უშიშროების სამსახურებმა ძალადობა გამოიყენეს. სამხედროები აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ჩააბარებენ არჩეულ პრეზიდენტს, რომელსაც ხალხი მისცემს ხმას წლის ბოლოს. ამის მიუხედავად ქვეყანაში გამოსვლები გრძელდება. შაბათის დემონსტრაციაში არ აპირებს მონაწილეობას მუსლიმთა საძმო, ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე მეტი ამომრჩეველი მიემხრო საპარლამენტო არჩევნებში.
XS
SM
MD
LG