Accessibility links

საბერძნეთის მთავრობამ დაამტკიცა საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის გეგმა


პარასკევს გვიან საღამოს საბერძნეთის მთავრობამ დაამტკიცა საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის გეგმა, რომელიც 130 მილიარდი ევროსგან შემდგარი დახამარების ახალი პაკეტის მიღებისთვის არის აუცილებელი. გეგმა ახლა პარლამენტს გადაეგზავნა. ევროპელი კრედიტორები საბერძნეთს გეგმის სრულად დამტკიცების ბოლო ვადად 12 თებერვალს უწესებენ. პრემიერ-მინისტრმა ლუკას პაპადემოსმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, საბერძნეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელმომჭირნეობის ზომების დასამტკიცებლად და ბანკროტად ქცევის თავიდან ასარიდებლადო. ევროკავშირის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის ცენტრალური ბანკის დახმარების გარეშე საბერძნეთი უკვე რამდენიმე კვირაში დადგება დეფოლტის წინაშე. ხელმომჭირნეობის ზომების კიდევ უფრო გამკაცრება გულისწყრომას და პროტესტს იწვევს საბერძნეთის მოქალაქეებში. პარასკევს ათენში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა, 48 საათიანი გაფიცვის ფონზე. აქციის მონაწილეებს პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც მოუვიდათ.
XS
SM
MD
LG