Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი: ირანი მალე „ძალიან მნიშვნელოვან“ ბირთვულ მიღწევებს გამოაცხადებს


ირანის პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის ცნობით, ირანი მალე გამოაცხადებს ბირთვულ სფეროში „ძალიან მნიშვნელოვანი“ მიღწევების შესახებ. სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში აჰმადინეჟადმა თქვა, „რამდენიმე დღეში ირანში ახალი ბირთვული პროექტების გახსნის და ამუშავების მოწმენი გავხდებითო“. ეს განცხადებები ნაწილი იყო სიტყვის, რომელიც აჰმადინეჟადმა თეირანში გამართულ აქციაზე წარმოთქვა. აქცია 1979 წლის ისლამური რევოლუციის 33-ე წლისთავს ეძღვნებოდა. კორესპონდენტების ცნობით, თეირანის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე აქციაზე წარმოდგენილია იმ ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის რეალური ზომის მოდელი, რომელიც ირანმა ავღანეთთან საზღვრის მახლობლად დეკემბერში ჩაიგდო ხელში. ირანის სახელმწიფო ტელევიზია გადასცემს კადრებს, სადაც მთავრობის ათი ათასობით მომხრე მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეიმობს 1979 წლის მოვლენებს - რომელმაც ირანის პრო-დასავლური მონარქია დაამხო და ხელისუფლებაში სასულიერო პირები მოიყვანა.
XS
SM
MD
LG