Accessibility links

ევროპელი დამკვირვებლების ცნობით, მათ პუტინთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს


არჩევნების ევროპელი დამკვირვებლების ჯგუფის ცნობით, მათ არ მისცეს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტობის კანდიდატთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის საშუალება, რადგან ის ძალიან დაკავებულია. „ინტერფაქსი“ ავრცელებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის, ტინი კოქსის სიტყვებს - „გვაცნობეს, რომ ჩვენთან შეხვედრა პუტინის დღის გეგმაში არ შედისო“. კოქსი ამბობს, რომ მისი ჯგუფი დანარჩენ ოთხ კანდიდატს შეხვდა და მოისმინა მათი პრეტენზიები - რომ პუტინი თავისი კამპანიის წარმართვისას „ადმინისტრაციულ რესურსებს“ იყენებს. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები - რომელშიც, საყოველთაოდ გავრცელებული ვარაუდით, პუტინი გაიმარჯვებს - 4 მარტს არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG