Accessibility links

ყინვას თბილისში უსახლკარო მამაკაცი ემსხვერპლა


სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მოყინვისა და სხეულის გადაციების შედეგად დღეს გამთენიისას თბილისის დამწვრობის ცენტრში მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ აცნობა, მამაკაცი დაახლოებით 45 წლის იყო და მას არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. იგი I კლინიკური საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ უმძიმეს მდგომარეობაში გუშინ საღამოს მიიყვანა. პაციენტი აპარატზე იყო მიერთებული. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პაციენტის მოყინვისა და გადაციების შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და მკურნალობა დაგვიანებული იყო. ამავე ცენტრში მოყინვის დიაგნოზით კიდევ ორი პაციენტი წევს. მათგან ერთი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ხოლო მეორე 75 წლის მოხუცი ქალი, რომელსაც უმწეოს სტატუსი აქვს. ორივე პაციენტს, სავარაუდოდ, ფეხის თითების ამპუტაცია დაჭირდებათ.
XS
SM
MD
LG