Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საგანგებო წარმომადგენელი აზერბაიჯანში ჩავიდა


სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი პარასკევს აზერბაიჯანს ეწვია, ავღანეთში გასაგზავნი და იქიდან მისაღები ნატოს ტვირთების გზებზე სასაუბროდ. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას აპატურაიმ განაცხადა, რომ ამჟამად ავღანეთში მიმავალი ნატოს ტვირთის დაახლოებით 30 პროცენტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. ამასთან, ნატოს წარმომადგენლის ცნობით, უახლოესი 2-3 წელიწადის განმავლობაში ნატო ავღანეთიდან ევროპის მიმართულებითაც დაიწყებს ტვირთის გამოტანას. ეს ნაწილი იქნება ავღანეთში საერთაშორისო ძალების რაოდენობის შემცირების პროცესისა, რომელიც 2014 წლისთვის იგეგმება. აპატურაიმ ალიევთან მარტში ჩიკაგოში დანიშნულ ნატოს სამიტზეც ისაუბრა, სადაც ალიევი მიწვეულია.
XS
SM
MD
LG