Accessibility links

logo-print

ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება


ალა ჯიოევა

ალა ჯიოევა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება - ამ ცნობას ავრცელებს „კავკაზსკი უზელი“, ცხინვალის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მაირბეკ კოკოევის სიტყვებზე დაყდნობით. „კავკაზსკი უზელი“ იუწყება, რომ ჯიოევა შეიძლება რამდენიმე დღეში რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანონ. გავრცელებული ცნობებით, ჯიოევა გონზეა, უტარდება აუცილებელი მკურნალობა და მასთან თავისუფლად შედიან ოჯახის წევრები. ჯიოევას საავადმყოფოში მიყვანისას ექიმები შიშობდნენ, რომ მას თავის ტვინის ინსულტი ჰქონდა. ჯიოევას პალატის წინ მუდმივად მორიგეობს 6-7 მილიციელი. ოჯახის წევრების გარდა, სხვა პირებისთვის მისი მონახულება შეზღუდულია. ჯიოევას შტაბში ნიღბიანი შეიარაღებული პირები ხუთშაბათს საღამოს შევიდნენ და მისი დაკავება სცადეს. ოპოზიციის ლიდერი ცუდად გახდა, გონება დაკარგა და ჰიპერტონიული კრიზის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG