Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი უიტნი ჰიუსტონი


48 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, მომღერალი უიტნი ჰიუსტონი. ეს ამბავი საზოგადოებას აცნობა ჰიუსტონის წარმომადგენელმა კრისტენ ფორსტერმა, თუმცა სიკვდილის მიზეზი მას არ დაუზუსტებია. უიტნი ჰიუსტონმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა მეოცე საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში. 1992 წელს გამოვიდა კინოფილმი „პირადი მცველი“, რომელშიც ჰიუსტონმა ერთ-ერთი მთავარი როლი და რამდენიმე სიმღერა შეასრულა. სწორედ ამ ფილმში შესრულებული სიმღერა - I Will Always Love You - ითვლება მომღერლის კარიერის მწვერვალად. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მედიაში უიტნი ჰიუსტონის ხსენება ძირითადად უკავშირდებოდა არა მის მუსიკალურ მოღვაწეობას, არამედ საოჯახო პრობლემებსა და ნარკოლოგიურ კლინიკებში მკურნალობას.
XS
SM
MD
LG