Accessibility links

logo-print

თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა


თურქმენეთიდან მოსული ცნობების თანახმად, დღეს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩევლის სარეკორდო აქტიურობა აღირიცხა. საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმა მისცა ამომრჩეველთა 96,28 პროცენტმა. სააგენტო „ფრანს-პრესის“ თანახმად, კენჭისყრა საზეიმო ატმოსფეროში წარიმართა - მუსიკის, და ამომრჩევლებისთვის საჭმლის თუ საჩუქრების დარიგების ფონზე. ეჭვს თითქმის არ იწვევს ის, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი, დაამარცხებს დანარჩენ შვიდ, შედარებით უცნობ კანდიდატს. თავად ბერდიმუხამედოვი ხმის მისაცემად აშხაბადის ერთ-ერთ უბანზე მამასთან, ვაჟთან და შვილიშვილთან ერთად მივიდა. მან მამას, როგორც ოჯახის უფროსს, საშუალება მისცა ბიულეტენი ყუთში პირველს ჩაეგდო.
XS
SM
MD
LG