Accessibility links

ტიბეტელმა მონაზონმა ჩინეთში თავი დაიწვა


გავრცელებული ცნობებით, დასავლეთ ჩინეთში 18 წლის ბუდისტმა მონაზონმა თავი დაიწვა, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა. ლონდონში განთავსებული ორგანიზაცია, „თავისუფალი ტიბეტი“ იუწყება, რომ ახალგაზრდა ქალი, სახელად ტენზინ ჩოეზინი, სიჩუანის პროვინციის ერთ-ერთი მონასტრის წევრია. ორგანიზაციის თანახმად, საკუთარი თავისთვის ცეცხლის წაკიდებამდე მონაზონი ჩინეთის მთავრობის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა. როგორც იუწყებიან, ის გადაურჩა თავის დაწვას. მონაზონი პოლიციამ და სამხედროებმა წაიყვანეს და მონასტერი დაკეტეს. ოქტომბერში ამავე მონასტრის წევრმა სხვა მონაზონმაც დაიწვა თავი. ის მიღებულ ტრავმებს ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG