Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტი საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის გეგმას განიხილავს


საბერძნეთის პარლამენტში დაიწყო დებატები, რომელიც წინ უძღვის მნიშვნელოვან კენჭისყრას საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის გეგმის შესახებ. ამ გეგმის მიღება, თავის მხრივ, წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან 130 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების გამოყოფის პირობას. პრემიერ-მინისტრი ლუკას პაპადემოსი გამოდის გაფრთხილებით, რომ პროექტის ჩავარდნა დეფოლტს გამოიწვევს - რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. როგორც ვარაუდობენ, მმართველი კოალიცია შესძლებს პროექტის დამტკიცებისთვის საკმარისი ხმების მოგროვებას. საბერძნეთი უკვე მეხუთე წელია რეცესიაში იმყოფება. ხელმომჭირნეობის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება მოსახლეობაში გულისწყრომას და პროტესტს იწვევს. კვირას პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა პარლამენტის შენობის წინ შეგროვილი ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად. პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაში 25,000-მდე პირი იღებდა მონაწილეობას. ხელმომჭირნეობის ზომების ახალი პაკეტი ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის 22 პროცენტით შემცირებას და შრომის ბაზრის დერეგულაციას, რათა დაქირავებულების გათავისუფლება გაიოლდეს - ისევე, როგორც საგადასახადო და საპენსიო სისტემების რეფორმას.
XS
SM
MD
LG