Accessibility links

გამომძიებელი გამორიცხავს დანაშაულს უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებაში


ლოს ანჯელესის ოლქის გამომძიებელმა გამორიცხა დანაშაული უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების საქმეში. გამომძიებლის თანაშემწემ ედ უინტერმა განაცხადა: ”ის ნაპოვნი იყო აბაზანაში, რის შესახებაც განაცხადა ბევერლი ჰილზის პოლიციის დეპარტამენტმა. როგორც ვიცი, ის ვიღაცამ გამოიყვანა აბაზანიდან და მას ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარდა. მას არ აღენიშნებოდა ტრავმის აშკარა ნიშნები და ამ დროისთვის დანაშაულის ვერსია არ განიხილება”. უინტერმა აგრეთვე განაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი მხოლოდ ტოქსიკოლოგიური ანალიზის დასრულების შემდეგ გამოცხადდება: ”უიტნი ჰიუსტონის გვამს ჩაუტარდა აუტოპსია. ის დღეს დასრულდა. ამ დროისთვის სიკვდილის მიზეზი არ დასახელდება, რადგან ეს დამოკიდებულია ტოქსიკოლოგიურ ანალიზზე, რასაც, შესაძლოა, 6-დან 8 კვირამდე დასჭირდეს”.
XS
SM
MD
LG