Accessibility links

logo-print

არაბთა ლიგა სირიის ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს


არაბთა ლიგის ქვეყნების მინისტრების შეხვედრა კაიროში

არაბთა ლიგის ქვეყნების მინისტრების შეხვედრა კაიროში

არაბთა ლიგა სრულ მხარდაჭერას უცხადებს სირიის ოპოზიციას, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის პრეზიდენტობის დასრულება სურს.

არაბთა ლიგა სირიის ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. კვირას კაიროში შეკრებილმა არაბთა ლიგის ქვეყნების მინისტრებმა გააუქმეს ლიგის მეთვალყურეთა მისია სირიაში.

სირიამ არაბთა ლიგის მოქმედებას უწოდა ”მტრული აქტი, რომელიც სირიის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემუქრება”. ცოტათი ადრე ტუნისმა გამოაცხადა, რომ 24 თებერვალს უმასპინძლებს ”სირიის მეგობართა” საკონტაქტო ჯგუფის პირველ შეკრებას.

ალ ყაიდის ლიდერმა აიმან ალ-ზავაჰირიმ სირიელებს მოუწოდა, არ დაეყრდნონ დასავლეთსა და არაბული ქვეყნების მთავრობებს.

სირიის ”წითელმა ჯვარმა” შეძლო ქალაქ ჰომსში დახმარების შეტანა.
XS
SM
MD
LG