Accessibility links

logo-print

სირიის ძალებმა განაახლეს იერიში ოპოზიციის მომხრეთა პოზიციებზე


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის სამთავრობო ძალებმა კვლავ განაახლეს იერიში ამბოხებულ დასახლებულ პუნქტებზე. რეპორტაჟების თანახმად, ახალი სამხედრო ოპერაცია დაიწყო ორშაბათს, მას შემდეგ, რაც სირიის რეჟიმმა უარყო არაბთა ლიგის გეგმა სირიაში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე. აქტივისტების თქმით სირიის არმიამ განაახლა ქალაქ ჰომსსა და რასტანში განლაგებული ოპოზიციის სამხედრო ძალების სიმაგრეების საარტილერიო დაბომბვა, ხოლო ქვეითმა ძალებმა იერიშები მიიტანეს დედაქალაქ დამასკის სამხრეთ რაიონზე. მანამდე სირიის მთავრობამ „კატეგორიულად უარყო“ არაბთა ლიგის გეგმა, რომელიც სირიის ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებას და ქვეყანაში გაეროს მანდატით მოქმედი სამშვიდობო ძალების შეყვანისათვის მოლაპარაკების გამართვას ითვალისწინებს. სირიაში უკვე 11 თვის განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომლის დროსაც 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG