Accessibility links

logo-print

ნინო კალანდაძე: რუსეთის მოქმედებებში ლოგიკის მოძებნა რთულია


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში მოახლოებულ არჩევნებს და ჩიკაგოში, ნატოს მომავალ სამიტს უკავშირებს მოსკოვის განზრახვას, სასაზღვრო რაიონებში განალაგოს ახალი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ ზელინმა დღეს სააგენტო “რია-ნოვოსტის” განუცხადა, რომ С-400 ტიპის ახალი კომპლექსები განთასდება არა მოსკოვის შემოგარენში, არამედ საზღვაო და სასაზღვრო რაიონებში, თუმცა კონკრეტული ადგილები ზელინს არ დაუსახელებია. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს დადებითად შეფასებაა მოსალოდნელი, რაც რუსეთს აღიზიანებს. კალანდაძის თქმით, რუსეთის მოქმედებებში ლოგიკის მოძებნა რთულია, მაგრამ მისი არაადეკვატური მოქმედებების გამო, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით, საქართველოს მუდმივად სიფხიზლე მართებს.
XS
SM
MD
LG