Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოკავშირეთა შერჩევის ტაქტიკას


”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკურ მოკავშირეთა შერჩევის ტაქტიკას. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად უნდა შექმნილიყო ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ექვს თვეში გამოაცხადებდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მანამდე კი უზრუნველყოფდა თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას. ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, ”ამის შემდეგ უნდა დაეყოთ ოპოზიცია პრორუსულებად, პროამერიკელებად და ა.შ.” გასულ კვირაში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მისი კოალიცია ვერ ითანამშრომლებს ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიულ მოძრაობასა” და კახა კუკავას ”თავისუფალ საქართველოსთან”, რომლებიც პროდასავლურ იდეოლოგიას არ იზიარებენ.
XS
SM
MD
LG