Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 თებერვალს გაირკვევა ”ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრთა ვინაობა


პოლიტიკური პარტიის ”ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრებს 15 თებერვალს ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. მისმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფში გაერთიანდებიან აკადემიური წრისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, უფლებადამცველები, იურისტები, ჟურნალისტები და უცხოეთში წარმატებით მოღვაწე ქართველები. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, ასაკობრივი და გენდერული ბალანსი დაცულია. პრესსპიკერმა საინიციატივი ჯგუფის წევრთა ვინაობა დღეს არ დაასახელა და განმარტა, რომ ნაწილს საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა პოლიტიკისთვის ისინი ახალი სახეებია.
XS
SM
MD
LG