Accessibility links

logo-print

მალე გამოქვეყნდება ინფორმაცია "რესპუბლიკური ინსტიტუტის" ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ


რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა, ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" კავშირი არ გამოვლინდა - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ. მისივე თქმით, ორგანიზაციისგან მიღებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, ”ახალ თაობა - ახალ ინიციატივას” გრანტები მიღებული აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მისი ხარჯები არ არის დაკავშირებული პოლიტიკური შინაარსის საქმიანობასთან. მოგელაძის განცხადებითვე, მიღებულია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია "რესპუბლიკური ინსტიტუტის" ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებაც, რომელიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG