Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპარლამენტო ფრაქცია დაშლას გადაურჩა


საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ აღარ დაიშლება, - ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილია, რაც პარლამენტის წევრმა რატი მაისურაძემ დატოვა „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქცია და პროსახელისუფლებო ფრაქციას შეუერთდა. ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებმა“ კი დანაკლისი მმართველი პარტიიდან შეივსეს, საიდანაც მათ დეპუტატი კობა კურდღელაშვილი შეურთდა. აღნიშნული გადაჯგუფება მას შემდეგ გახდა ცნობილია, რაც ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ გასულ კვირაში პარლამენტის წევრმა რომან მარსაგიშვილმა დატოვა და გაწვერიანდა „ძლიერ საქართველოში“, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში რადიკალურ საპარლამენტო ოპოზიციად ითვლება.
XS
SM
MD
LG