Accessibility links

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია ვერ აღმოაჩინა


შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის შეფასებით, საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს. „სასამართლო ხელისუფლებასთან რიგი საუბრების შემდეგ მე ერთობ შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია აშკარად არ არსებობს და ძირითადად, მნიშვნელობა ენიჭება პოლიციისგან მიღებულ ჩვენებებს", - ამის შესახებ, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მაინა კიაის წინასწარ ანგარიშშია ნათქვამი, რომლის პრეზენტაციაც მან სასტუმრო თბილისში გამართა. ამასთან, მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში იმის თაობაზეც, რომ "90 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხდება". კრიტიკას იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, რომლის თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების კუთხით ქვეყანაში ჯერ კიდევ რიგი პრობლემა რჩება. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საბოლოო ანგარიშს ივნისში გამოაქვეყნებს
XS
SM
MD
LG