Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი გმობს ისრაელის საელჩოების თანამშრომლებზე თავდასხმებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დაგმო საქართველოსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოს თანამშრომლებზე თავდასხმები - მათ „ლაჩრული“ უწოდა და განაცხადა, რომ აშშ მზად არის დახმარება აღმოუჩინოს გამოძიების პროცესს. მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ თავდამსხმელების სამიზნე ისრაელის საელჩოს მანქანები იყო ინდოეთსა და საქართველოში. თბილისში ნაღმის აფეთქება აღიკვეთა, დელიში კი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდასხმების დაგეგმვაში ირანი დაადანაშაულა: "ირანი - რომელიც ამ თავდასხმების უკან დგას - მსოფლიოში ტერორის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ისრაელის მთავრობა და მისი უსაფრთხოების სამსახურები კვლავ გააგრძელებენ ამ ტერორისტული აქტების წინააღმდეგ მუშაობას, უსაფრთხოების ადგილობრივ სტუქტურებთან ერთად“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ინდოეთში ირანის წარმომადგენელმა, საიდ მეჰდი ნაბისადჰმა ბრალდებები უარყო და მათ „მტკნარი სიცრუე“ უწოდა. თბილისში პოლიციამ შესძლო საელჩოს ერთ-ერთი თანამშრობლის მანქანის ქვეშ დამონტაჟებული ბომბის გაუვნებლება. დელიში პოლიცია აცხადებს, რომ ისრაელის საელჩოს მანქანაზე ბომბის დამონტაჟებაში ეჭვმიტანილია მამაკაცი, რომელიც მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა. იქ აფეთქებას ერთ-ერთი დიპლომატის ცოლის და მისი ინდოელი მძღოლის დაშავება მოჰყვა.
XS
SM
MD
LG