Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პილაი: სირიაში ძალადობა „მკვეთრ ესკალაციას“ განიცდის


ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ ორშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეას მოახსენა, რომ სირიაში ძალადობამ „მკვეთრი ესკალაცია“ განიცადა ბოლო კვირების განმავლობაში. ამასთან, მისი თქმით, უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუციაზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ დადებულმა ვეტომ სირიის მთავრობა კიდევ უფრო მეტად შეაგულიანა იმ საპროტესტო აქციების ჩასახშობად, რომელიც ქვეყანაში უკვე 11 თვეა მიმდინარეობს. მიმდინარე კვირაში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უნდა უყაროს კენჭი სირიის შესახებ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეგვიპტემ შეიმუშავა. როგორც იუწყებიან, რეზოლუციის ეს პროექტი იმ ტექსტის მსგავსი იქნება, რომელიც უშიშროების საბჭოზე რუსეთის და ჩინეთის ვეტოს გამო ჩავარდა. იმ რეზოლუციას მხარს არაბთა ლიგა უჭერდა - ტექსტი კი ძალადობის შეწყვეტის და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნებს შეიცავდა.
XS
SM
MD
LG