Accessibility links

logo-print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაქვეითდა


ევროპის ერთა თასის ტურნირზე ესპანეთთან სასტარტო თამაშის წაგების შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდა. ქართველებმა 2 ქულა დაკარგეს და 14-ე პოზიციიდან 15-ზე გადაინაცვლეს. ესპანელებმა კი საქართველოსთან მოგების შემდეგ წინ სამი საფეხურით წაიწიეს და 22-ე პოზიციიდან 19-ზე გადაინაცვლეს.
XS
SM
MD
LG