Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის თაობაზე დასკვნას ელოდებიან


საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დამფუძნებლის ადვოკატები ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შსს-ს დასკვნის მოლოდინში არიან. ნატურალიზაციის გზით ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად მისმა ადვოკატებმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 5 იანვარს მიმართეს და როგორც თავად განმარტავენ, დასკვნის გაცემის ვადა დღეს იწურება. სააგენტო პირWელს ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, რომ 14 თებერვლის მთელი სამუშაო დღე სამოქალაქო რეესტრისა და შსს-ს განკარგულებაშია, ამიტომ მათი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა. ადვოკატის განმარტებით, დასკვნის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს ნატურალიზაციის გზით ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. ამავე სააგენტოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ განუცხადა, რომ დასკვნის წარმოდგენის ვადა დღეს არ იწურება და ის თვის ბოლოსთვის იქნება მზად.
XS
SM
MD
LG