Accessibility links

logo-print

შსს: დაკავებულია ტერაქტის მცდელობაში ბრალდებული


ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ იუწყება საქართველოს შსს. მის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ბეჟან შაკაია ”საქართველოში გადმოვიდა რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან.” სამინისტროს ცნობითვე, გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი. განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად სად იგეგმებოდა ტერორისტული აქტი.
XS
SM
MD
LG