Accessibility links

logo-print

სირიაში უსაფრთხოების ძალებმა მეამბოხეებზე შეტევა გააძლიერეს


სირიიდან მოსული ცნობების თანახმად, სამხედროები განაგრძობენ ძლიერ შეტევას ოპოზიციის ცენტრად ქცეულ ქალაქ ჰომსზე და სხვა მღელვარე ადგილებზე. მხოლოდ დღეს, სირიის ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო ჯგუფის თანახმად, 19 ადამიანი დაიხოცა.როგორც იუწყებიან, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგულმა ძალებმა დღეს გააძლიერეს იერიში მეამბოხეთა პოზიციებზე ჰომსში. მთავრობის ძალების მხრიდან ამ ქალაქზე შეტევა უკვე კვირაზე მეტია გრძელდება. ორშაბათს ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ გაეროს გენერალურ ასამბლეას მოახსენა, რომ სირიაში ძალადობამ „მკვეთრი ესკალაცია“ განიცადა ბოლო კვირების განმავლობაში. ამასთან, მისი თქმით, უშიშროების საბჭოში სირიის შესახებ რეზოლუციაზე რუსეთისა და ჩინეთის მიერ დადებულმა ვეტომ სირიის მთავრობა, როგორც სჩანს, კიდევ უფრო მეტად შეაგულიანა იმ საპროტესტო აქციების ჩასახშობად, რომელიც ქვეყანაში უკვე 11 თვეა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG