Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ევროზონისთვის დახმარების აღმოჩენის პირობით გამოდის


ჩინეთი გამოდის პირობით, რომ დახმარებას აღმოუჩენს ევროს მოაქმედების ზონაში შექმნილი კრიზისის განმუხტვის პროცესს - თუმცა დახმარების დეტალებს საჯაროდ ჯერჯერობით არ ამხელს. განცხადება სამშაბათს პეკინში გაკეთდა, ჩინეთისა და ევროკავშირის სამიტის დროს. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ვენ ძიაბაომ განაცხადა, ჩინეთი - ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკური პარტნიორი - მზად არის „გაზარდოს თავისი როლი“ ევროკავშირის ვალების კრიზისის მქონე წევრების დახმარების პროცესშიო. თუმცა ევროპის დახმარების ფონდში კონკრეტული შენატანის განხორციელების გეგმის შესახებ არაფერი უთქვამს. ჩინეთი მსოფლიოში უდიდეს სავალუტო რეზერვებს განაგებს - ევროკავშირის ლიდერებს კი სურთ, ამ თანხის ნაწილი ევროკავშირის დასახმარებელ ფონდში მოხვდეს, რომელმაც 500 მილიარდი ევრო უნდა შეადგინოს. ევროკავშირი-ჩინეთის დღევანდელი სამიტის წინ სარეიტინგო სააგენტო Moody's-სმა საკრედიტო რეიტინგები დაუქვეითა იტალიას, ესპანეთს, პორტუგალიას, მალტას, სლოვენიას და სლოვაკეთს. ამასთან, სააგენტო „უარყოფითი“ პროგნოზით გამოდის საფრანგეთის, ბრიტანეთის და ავსტრიის შესახებ. ვენ ძიაბაოსთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რუმპემ თქვა, „ჩინეთის გადასაწყვეტია, გაიღებს თუ არა წვლილს ევროზონის სტაბილიზაციის პროცესშიო“.
XS
SM
MD
LG