Accessibility links

logo-print

ისრაელის პოლიცია უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე იუწყება


ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით და სხვა ქვეყნებში მის საელჩოებში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს - საქართველოსა და ინდოეთში მისი დიპლომატების აფეთქებების სამიზნედ ქცევის შემდეგ. ისრაელის პოლიციის პრეს-მდივნის, მიკი როსენფელდის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საელჩოებში და ბენ-გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. საქართველო და ინდოეთი აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეების პოვნას ცდილობენ. თბილისში ნაღმის აფეთქება აღიკვეთა, დელიში კი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. ისრაელი აფეთქებების დაგეგმვაში ბრალს ირანს და მის მოკავშირეს, ლიბანურ ექსტრემისტულ ჯგუფ ჰესბოლას სდებს. ირანი ინციდენტებთან კავშირს უარყოფს. შემთხვევის ფონია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული დაძაბულობა. ისრაელი თვლის, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს, რათა მიზანში ისრაელი ამოიღოს. ირანი ამ ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG