Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში ციხიდან მკაცრი პირობებით გაათავისუფლეს რადიკალი ისლამისტი სასულიერო პირი


რადიკალი ისლამისტი სასულიერო პირი, რომელსაც ბრიტანეთი ალ-ყაიდასთან კავშირში სდებს ბრალს, გირაოს სანაცვლოდ, მკაცრი პირობებით ციხიდან გაათავისუფლეს. ბრიტანეთის მედიის ცნობით, აბუ ყათადა ციხიდან გაუშვეს - თუმცა მას, ფაქტობრივად, შინაპატიმრობა დაუწესდა. პალესტინურ-იორდანული წარმოშობის სასულიერო პირმა ციხეში ექვს წელიწადზე მეტი დაჰყო, თუმცა გასულ კვირაში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. დასავლეთის პრესის თანახმად, აბუ ყათადა ევროპაში ალ-ყაიდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია და მას ამ ორგანიზაციის ყოფილ ლიდერთან, ოსამა ბინ ლადენთან ჰქონდა კავშირი. ბრიტანეთმა მისი იორდანიაში დეპორტაცია სცადა, სადაც მას ტერორიზმში ედება ბრალი. მაგრამ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ექსტრადიცია აღკვეთა იმ შიშის საფუძველზე, რომ იორდანიისთვის გადაცემის შემთხვევაში ყათადა შესაძლოა წამების მსხვერპლი გახდეს.
XS
SM
MD
LG