Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა საბერძნეთის კრედიტის შესახებ შეხვედრა გადადეს


ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ოთხშაბათისთვის დაგეგმილი შეხვედრა, რომელზეც საბერძნეთისთვის დახმარების სახით კრედიტის გამოყოფაზე უნდა ემსჯელათ, არ შედგება, რადგან ათენს არ შეუსრულებია პირობები. იუნკერი ევროს ზონს ჯგუფის საბჭოს თაუმჯდომარეა. სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ის ამბობს აგრეთვე, რომ ჯგუფს არ აქვს საბერძნეთის პოლიტიკური ლიდერებისგან საჭირო პოლიტიკური გარანტია, რომ მომჭირნეობის ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა 130 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის მისაღებად, გატარდება. იურკერის თქმით, მინისტრები ჩაატარებენ შეხვედრას, რომელზეც განსაკუთრებულ საკითხებს განიხილავენ და შემდეგი რეგულარული შეხვედრისთვის მოემზადებიან.
XS
SM
MD
LG