Accessibility links

ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელი წევრები ნიდერლანდის მიმართ პროტესტს გამოთქვამენ


ევროკავშირის აღმოსავლეთევროპელმა წევრმა სახელმწიფოებმა სამშაბათს პროტესტი გამოთქვეს ნიდერლანდის მთავრობის მიმართ ულტრამემარჯვენე პარტიის ანტი-ემიგრაციული საინტერნეტო უებსაიტის მიმართ. საიტი გასულ კვირაში დააფუძნა ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ, რომელიც მოუწოდებს ქვეყნის მოაქლაქეებს, უკმაყოფილება გამოხატონ აღმოსავლეთ ევროპელი იმიგრანტების მიმართ. სხვათა შორის, ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის და რუმინეთის დიპლომატებმა ნიდერლანდის მთავრობას ღია წერილით მოთხოვეს „დისტანცია დაიკავოს“ ამ წინადადების მიმართ. პრემიერ- მინისტრმა, მარკ რუტემ, რომლის კოალიცია დამოკლიდებულია ულტრამემარჯვენეთა მხარდაჭერაზე, უარი თქვა დაგმოს საინტერნეტო გვერდი.
XS
SM
MD
LG