Accessibility links

ვაშინგტონი ჩინეთს მოუწოდებს ”მოძრაობის წესების” დაცვისკენ


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი სი ცზინპინი მიიღო. ობამამ ცზინპინს განუცხადა, რომ ჩინეთმა გლობალური ეკონომიკის ”მოძრაობის წესები” უნდა დაიცვას და რომ ვაშინგტონი კვლავაც გამოთქვამს შეშფოთებას ჩინეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტურ ასპექტად რჩება. ბაიდენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვაშინგტონი კატეგორიულად არ ეთანხმება ჩინეთის მიერ სირიის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტის დაბლოკვას.
XS
SM
MD
LG