Accessibility links

ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი მხარს უჭერს ”ეხო მოსკვის” თანამშრომლებს


ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა მხარდაჭერა გამოუცხადა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვის” თანამშრომლებს. ”ეხო მოსკვის” მთავარმა აქციონერმა - ”გაზპრომ-მედიამ” დირექტორთა საბჭოს ვადამდე დათხოვნა გადაწყვიტა. კომიტეტის ევროპისა და შუა აზიის პროგრამების კოორდინატორმა ნინა ოგნიანოვამ განაცხადა, რომ მოვლენების განვითარება რუსეთში ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ღელავს საზოგადოებრივ აზრზე კონტროლის დაკარგვის გამო. ოპოზიციურმა განწყობებმა, რომელმაც მოსკოვის ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გამოიყვანა, რუსეთის ხელისუფლება აიძულა ძალაუფლება დაუპირისპიროს დამოუკიდებელ, გავლენიან რადიო-კომპანიას - აცხადებს ოგნიანოვა. სამშაბათს ”ეხო მოსკვის” აქციონერმა ჟურნალისტებმა კომპანიის წესდებაში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს იმისათვის, რომ თანამდებობები შეენარჩუნებინათ დამოუკიდებელ დირექტორების - ევგენი იასინისა და ალექსანდრ მაკოვსკისთვის. რუსეთის ჟურნალისტები, უფლებადამცველები და ოპოზიციონერები თვლიან, რომ ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა მის მიმართ კრიტიკაზე და დამოუკიდებელ მედიაზე კონტროლის დამყარება სურს.
XS
SM
MD
LG