Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია


დღეს ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის მომავალი პოლიტიკური პარტიის, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა. ჯგუფის წევრები არიან ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, საქველმოქმედო ფონდ ”ქართუს” პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მწერალი გურამ ოდიშარია, აკადემიკოსი ივანე კიღურაძე, ადვოკატები და უფლებადამცველები მანანა კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, თამაზ ავდალიანი და არჩილ კბილაშვილი, დიპლომატები მაია ფანჯიკიძე, თედო ჯაფარიძე და გია ვოლსკი, ეკონომისტი ნოდარ ხადური, ბიზნესმენი გიორგი ჟვანია და უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. ისინი პირადად დაესწრნენ ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მათ წარდგენას, რომელიც დღეს გაიმართა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ოფისში. მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები ასევე არიან ატლანტის უნივერსიტეტის პროფესორი ნუგზარ დავითაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი და ფეხბურთელი კახა კალაძე, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას არ დასწრებიან.
XS
SM
MD
LG