Accessibility links

logo-print

ივანიშვილის თქმით, მისი პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება


მომავალი პოლიტიკური პარტიის საინიციატივო ჯგუფის წარდგენას ბიძინა ივანიშვილმა უწოდა პირობითად მეორე ეტაპი, რომელსაც, მისი თქმით, წინ უძღოდა გასული წლის 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის განზრახვის შესახებ. ივანიშვილის განცხადებით, პარტიის პრეზენტაცია მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება, მისი ლიდერი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი კი, თავად იქნება. პარტიის შექმნისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა სჭირდება. როგორც მან დღეს განაცხადა, ”მიუხედავად სააკაშვილის ხასიათის და ფანტაზიისა,” ის ვერ შეძლებს უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა არ დაუბრუნოს. თუ ეს არ მოხდება, ბიძინა ივანიშვილის თქმით, არსებობს გეგმა, რომელსაც შედეგი ყველა შემთხვევაში ექნება. მან კვლავ დაადასტურა, რომ თუ საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, პოლიტიკურ პარტიას სათავეში მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე ჩაუდგება.
XS
SM
MD
LG