Accessibility links

logo-print

დარჩიაშვილი: ივანიშვილის გამოჩენამ თავად პოლიტიკური კლასის განვითარებას შეუქმნა პრობლემა


საპარლამენტო უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის საქმიანობისგან რეალურ შედეგებს არ ელის. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს ჯგუფი კონკრეტული გეგმების დამსახავი და, მით უმეტეს, შემსრულებელი აღმოჩნდეს. დარჩიაშვილის თქმით, ივანიშვილის გამოჩენამ, მისი მილიარდებით და გამონათქვამებით, თავად პოლიტიკური კლასის განვითარებას შეუქმნა პრობლემა და "ვინც მიიწება," ყველას დაუკარგა სახე და ინდივიდუალიზმი.
XS
SM
MD
LG