Accessibility links

logo-print

აზოვის ზღვაში გრძელდება სამაშველო ოპერაცია ყინულში მოქცეული 6 გემის გადასარჩენად


აზოვის ზღვაში გრძელდება სამაშველო ოპერაცია ყინულში მოქცეული 6 გემის გადასარჩენად. ერთ-ერთი მათგანის ეკიპაჟის 2 წევრი ქართველია. ისინი უკრაინის, აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან ტანზანიის დროშით მცურავ გემზე, რომელსაც, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, წყლის და საწვავის მარაგი პრაქტიკულად ამოეწურა. აზერბაიჯანის საზღვაო ადმინისტრაციამ დღეს განაცხადა, რომ გემის გათავისუფლებამდე მის ეკიპაჟს დახმარებას ვერტმფერნით აღმოუჩენენ. აზოვის ზღვაში ყინულიდან 6 ხომალდის დასახსნელად მიმდინარე ოპერაციაში 2 ყინულმჭრელი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG