Accessibility links

ვალების კრიზისის გამო ევროზონის ეკონომიკის ზრდა შეჩერებულია


ოფიციალური სტატისტიკით, 17 ქვეყნისგან შემდგარი ევროს მოქმედების ზონა 2011 წლის მეოთხე კვარტალში 0.3 პროცენტით შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი დაღმასვლა პირველად აღირიცხა. ეკონიმიკის ზრდას ვალების კრიზისი აფერხებს. ოთხშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ჰოლანდიაში და იტალიაში ოფიციალურად დაწყებულია რეცესია - რაც ეკონომიკის შეკვეცის ორ კვარტალს ნიშნავს. საფრანგეთმა კი ეკონომიკური პროდუქტიულობის კუთხით მოულოდნელი ზრდა აჩვენა. ევროპის უდიდესმა ეკონომიკამ, გერმანიამ, იმაზე ნაკლები მასშტაბით გამოაცხადა ეკონომიკის შემცირება, ვიდრე მოელოდნენ. ან ცნობების გავრცელების ფონია საერთაშორისო ლიდერების განცხადება, რომ ჯერჯერობით საბოლოო სახით არ შეთანხმებულან დიდძალი ვალების მქონე საბერძნეთის დახმარების პროგრამაზე. საბერძნეთს მარტში დეფოლტი ემუქრება. ევროზონა საბერძნეთისგან მკაცრი საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG