Accessibility links

საქართველოში სამხედრო სამსახურის ვადა იზრდება


საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, სამხედრო სამსახურის ვადა 12 თვეა. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "სამხედრო სავალდებულო სამსახურის გასავლელად დღეს დადგენილი 12 თვე არ არის საკმარისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეული პირების შესაბამისად მომზადებისთვის". კანონპროექტის ავტორია თავდაცვის სამინისტრო, ინიციატორი კი - დეპუტატი კახა სუხიშვილი.
XS
SM
MD
LG