Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს თბილისსსა და დელიში მომხდარ ინციდენტებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 13 თებერვალს თბილისსა და დელიში მომხდარ ინციდენტებს. „მოსკოვში გადაჭრით გმობენ ექსტრემისტების ამ გამოხტომებს. დაზარალებულებს გულწრფელ თანაგრძნობას ვუგზავნით და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ„ - ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში. „მტკიცედ გვწამს, რომ ტერორიზმს, ნებისმიერი ფორმით, გამართლება არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს. ვიმედოვნებთ, რომ იმ ქვეყნების მთავრობები, სადაც ინციდენტები მოხდა, საქმეს გულმოდგინედ გამოიძიებენ იმ მიზნით, რომ ამ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორების და შემსრულებლების გამოვლენა მოხდეს“
XS
SM
MD
LG