Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ამერიკულ „უპილოტოებს“ 3 მილიარდ ევროდ შეიძენს


გავრცელებული ინფორმაციით ნატოს ალიანსი 3 მილიარდ ევროს ფასად შეიძენს აშშ-ს წარმოების 5 ერთეულ უპილოტო თვითმფრინავს. ახალი ამბების სააგენტოები ეყრდნობიან ალიანსის ანონიმურ წარმომადგენელს, რომელიც აცხადებს, რომ ნატოს 1 მილიარდ ევროს „გლობალ ჰაუკების“ - სტრატეგიული უპილოტო თვითმფრინავების შესაძენად დახარჯავს. დანარჩენი 2 მილიარდი ევრო კი მომდევნო ორი დეკადის განმავლობაში სიცილიაში ნატოს ავიაბაზაზე აღნიშნული თვითმფრინავების ექსპლუატაციას დასჭირდება. ნატოს სარდლობას მსგავსი ავიაციის შეძენის საჭიროება ლიბიაში მიმდინარე ოპერაციამ დაანახვა. ევროპის ავიაცია, რომელიც ლიბიაში საავიაციო ოპერაციას ახორციელებდა, დიდწილად სწორედ აშშ-ის უპილოტო სტრატეგიული თვითმფრინავების მიერ მოპოვებულ ოპერატიულ ინფორმაციაზე იყვნენ დამოკიდებულნი.
XS
SM
MD
LG