Accessibility links

logo-print

საქართველო და ისრაელი უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე მსჯელობენ


ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ისრაელში ვიზიტისას გახდა ცნობილი. მინისტრის განცხადებით, მისი ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება წარმოადგენდა, რასაც ისრაელის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი განცხადებები მოჰყვა. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ისრაელის ტურიზმის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი იქნება 2012 წელს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. ქობალიას თქმით, ამ პოზიციას იზიარებს ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო განვითარების მინისტრიც. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. შარშან იანვარში საქართველომ უვიზო მიმოსვლის ორმხრივი შეთანხმება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან გააფორმა.
XS
SM
MD
LG