Accessibility links

logo-print

ავღანეთის ხელისუფლებამ ქალ დიქტორებს თავსაფრის ტარება დაუწესა


ავღანეთის ხელისუფლებამ ქალი დიქტორებისათვის შემოიღო წესდება, რომელიც ავალდებულებს ტელეწამყვანებს არ გამოჩნდნენ მაყურებლების წინაშე თავსაფრის გარეშე და მინიმუმამდე შემცირონ გრიმის გამოყენება. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა მაყურებელთა საჩივრები იმაზე, რომ ტელეწამყვანები უგულებელყოფენ „მუსლიმანური რჯულისა და კულტურული ეთიკის“ ნორმებს, - ნათქვამია წერილში, რომელიც ქვეყნის კულტურის სამინისტრომ დაუგზავნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. 2001 წლიდან, რაც ავღანეთში აშშ-ის სარდლობით საერთაშორისო კოალიციური ძალების შეიჭრნენ, ქვეყანაში ოცზე მეტი სატელევიზო არხი ამოქმედდა.
XS
SM
MD
LG