Accessibility links

logo-print

ლიონ პანეტამ კონგრესმენებს თავდაცვის შემცირებული ბიუჯეტი გააცნო


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლიონ მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დაგეგმილი თავდაცვით ხარჯების შემცირების მიუხედავად, აშშ-ი შეინარჩუნებს სამხედრო ლიდერობას მსოფლიოში. კონგრესის სამხედრო სამსახურის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას პანეტამ ხაზი გაუსვა იმ სირთულეს, რომელიც თან ახლდა ცალკეული სამხედრო პროგრამების შემცირების გადაწყვეტილებას, რათა პენტაგონის ლიდერებს საბოლოოდ შეეთანხმებინათ თავდაცვის პრიორიტეტები. „მჯერა, რომ ყველა ჩვენგანმა - სამსახურის ხელმძღვანელებმა და საბრძოლო მეთაურებმა, შევიმუშავეთ სრულყოფილი პაკეტი, რომელიც შეესაბამება განსახორციელებელ სტრატეგიულ მიზნებს და ამავე დროს სრულად პასუხობს ფისკალური დისციპლინით ნაკისრ ვალდებულებებს.“ აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით, 2013 წლის თავდაცვითი ხარჯები 614 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც შარშანდელთან შედარებით 32 მილიარდი დოლარით ნაკლებია. ხარჯების დაზოგვა ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დასრულებით, ავღანეთიდან ამერიკის სამხედრო კონტინგენტის დაგეგმილი გაყვანითა და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მოთხოვნებით არის განპირობებული.
XS
SM
MD
LG