Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალი თაობა“ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მაისში ჩატარებას ითხოვს


16 თებერვლას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა, რომლის მოტივი კონსტიტუციით დადგენილი ვადების დარღვევაა. სარჩელის ინიციატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" , რომლის ხელმძღვანელმა მიხეილ დევდარიანმა „ინტერპრესსნიუს“ განუცხადა, რომ არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 4 წლის ნაცვლად 4 წელი და 6 თვე გამოსდის. გარდა ამისა, დარღვევები საპრეზიდენტო ვადებსაც ეხება. დევდარიანის განმარტებით, სახელმწიფოს სათავეში პრეზიდენტის ყოფნის ვადა 5 წლით არის განსაზღვრული, თუმცა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით, მოქმედ პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა 5 წლით და 10 თვით უწევს. "ახალი თაობა - ახალი ინიციატივის" ხელმძღვანელის თქმით, მისმა ორგანიზაციამ ვადების დაზუსტებით მოთხოვნით რამდენჯერმე პარლამენტსაც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ამჟამად კი, ორგანიზაცია კანონიერი ვადების დადგენას საკონსტიტუციო სასამართლოში შეეცდება.
XS
SM
MD
LG