Accessibility links

logo-print

ცესკო აცხადებს, რომ მზადაა არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩაატაროს


”ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველთვის მზად არის, არჩევნები კანონით დადგენილ ვადებში ჩაატაროს” - უთხრა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა. ის გამოეხმაურა "ახალი თაობა – ახალი ინიციატივის" მოთხოვნას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, სამუშაო გეგმის მიხედვით, კომისია არჩევნების ოქტომბერში ჩატარებისთვის ემზარება, მაგრამ თუკი კანონით ვადამდელი არჩევნები იქნება გათვალისწინებული, კომისია ამისთვისაც მზად იქნება.
XS
SM
MD
LG